ჩვენს შესახებ

Del Monte®-ის ბრენდი 100 წელზე მეტია, რაც პროდუქტის ხარისხის, სიახლისა და საიმედოობის სიმბოლოდ იქცა.

Del Monte Fresh Produce არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, სრულად ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ახალი და გადამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის წარმოებაში, მარკეტინგსა და დისტრიბუციაში. კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ახალ და დაჭრილ ხილ-ბოსტნეულს, ასევე გადამუშავებულ პროდუქტებს, მათ შორის ხილ-ბოსტნეულის კონსერვებს, წვენებს, სასმელებს, წასახემსებლებსა და დესერტებს. კომპანია არის აღნიშნული პროდუქტების წამყვანი მწარმოებელი და დისტრიბუტორი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. Del Monte Fresh Produce ოპერირებს მსოფლიო მასშტაბით და ახორციელებს პროდუქციის რეალიზაციას Del Monte® ბრენდის სახელით, რომელიც არის პროდუქტის ხარისხის, სიახლისა და საიმედოობის სიმბოლო 100 წელზე მეტია.

1886

Del Monte-ის სახელის პირველად გამოყენება საკვებ პროდუქტზე

“Del Monte” – ყავა პირველად გამოჩნდა, როგორც პრემიუმ კლასის ყავის ნაზავი, რომელიც სპეციალურად იყო შეფუთული, კალიფორნიის ქალაქ მონტერეიში მდებარე პრესტიჟული სასტუმრო Del Monte-სთვის.

1892

DEL MONTE® ბრენდის წარდგენა

კომპანიამ გააფართოვა თავისი საქმიანობა და ახალი კონსერვირებული ატმების ხაზისთვის სახელად “Del Monte” აირჩია.

1909

“DEL MONTE” – პირველად ჩნდება კონსერვის ეტიკეტზე.

1996

“DEL MONTE GOLD®” ექსტრა ტკბილი ანანასის წარდგენა

პირველი ახალი ანანასის ჯიში ბოლო 15 წლის განმავლობაში.

1997

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა

1997 წლის ოქტომბერში, კომპანია Fresh Del Monte Produce Inc. იწყებს ვაჭრობას ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე სიმბოლოთი FDP.

2004

შეისყიდა Del Monte Foods Europe

ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც საქმიანობს დამუშავებული ხილის, ბოსტნეულის და სასმელების წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროში ევროპაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე.

2007

დაფუძნება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში

დუბაიში აშენდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც ამუშავებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, დაჭრილ ხილსა და ბოსტნეულს, ასევე ნატურალურ წვენებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის.

2008

შეისყიდა კოსტა-რიკული კომპანია “Caribana”

რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა Del Monte®-ს ბრენდირებული ბანანის და Del Monte Gold® ექსტრა ტკბილი ანანასის წარმოება ცენტრალურ ამერიკაში.

2014

გაიხსნა დამწიფების ახალი ცენტრის საფრანგეთში, კერძოდ პარიზში.

ობიექტს გააჩნია 27 ტონამდე ბანანის დამწიფების ტევადობა, ასევე დამატებითი სივრცე 500 პალეტის მოცულობის სხვა პროდუქტებისთვის, მათ შორის ფოთლოვანი, ციტრუსოვანი და ტროპიკული ხილის შესანახად.

2015

სერტიფიკატი – მდგრადად მოყვანილი პროდუქცია!

კომპანია Del Monte Fresh Produce სიამაყით აცხადებს, რომ გუატემალასა და კოსტა რიკაში მდებარე ბანანის პლანტაციებმა, კოსტა რიკაში მდებარე ანანასის მეურნეობებმა, აგრეთვე კენიის ანანასის ფერმებმა და გადამამუშავებელმა ქარხნებმა მიიღეს „მდგრადად მოყვანილი პროდუქციის“ სერტიფიკატი.

აღნიშნული სერტიფიკატი გაიცა დამოუკიდებელი ორგანიზაციის – SCS Global Services (SCS) – მიერ.

2016

საფრანგეთში გაიხსნა საწარმო, რომელიც სპეციალიზებულია ხილის დაჭრაში და დამუშავებაში.

2017

Del Monte® ბრენდის 125 წლის იუბილეს აღნიშნავს!

125 წელია, რაც ვუზრუნველყოფთ საუკეთესო ახალ, დამუშავებულ და გადამუშავებულ ხილპროდუქტებს — პირდაპირ ფერმიდან მომხმარებლის სუფრამდე.

2018

Honeyglow° ანანასის წარდგენა

2018 წელს კომპანია Del Monte-მ შეიმუშავა ახალი ჯიშის ანანასი – Honeyglow°, რომელიც ბუნებრივად მწიფდება რამდენიმე დამატებითი დღის განმავლობაში, რაც ამაღლებს მის არომატს, სიტკბოსა და ხარისხს. შემდეგ ნაყოფი გადის ხელით შერჩევის პროცესს, რათა შეირჩეს მხოლოდ ის ანანასები, რომლებსაც გააჩნიათ გამორჩეულად მკვეთრი ოქროსფერი გარსი – მახასიათებელი, რომელიც მომხმარებლებისთვის ასოცირდება სრულად მწიფე და პრემიუმ ხარისხის ანანასთან.

2019

კოსტა რიკაში მდებარე Del Monte-ს ანანასის წარმოება (PINDECO დანაყოფი) სერტიფიცირებულია, როგორც ნულოვანი ნახშირბადის გამონაბოლქვის მქონე წარმოება, საერთაშორისო ორგანიზაცია SCS Global Services-ის მიერ.

2020

ჩაეშვა ორი ენერგოეფექტური გემი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საწვავის მოხმარებასა და საზღვაო ტრანსპორტიდან გამომავალ CO2e-ის ემისიებს.

2021

Fresh Del Monte და DreamWorks Animation

მა ითანამშრომლეს, რათა ჯურასიკ პარკის სამყაროს ფანებს შესაძლებლობა მისცემოდათ შეეძინათ Fresh Del Monte-ის პროდუქტები, რომლებზეც განთავსებული QR კოდების საშუალებით, ახალ გასართობ თამაშს – Dinosaur Challenge-ს გახსნიდნენ. კამპანია მოიცავდა როგორც სპეციალურ აქციებს, ასევე დამატებით რეალობაზე დაფუძნებული თამაშის Dinosaur Challenge-ის გაშვებას. Del Monte-ის პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, მათ შორის Del Monte Gold ანანასი და პრემიუმ ბანანები, გაფორმებული იყო ანიმაციური სერიალის Jurassic World: Camp Cretaceous-ის სხვადასხვა პერსონაჟებით.

2022

FRESH DEL MONTE® შემოვიდა ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე, გამორჩეული ნატურალური ხილის შემცველობის პროდუქციის ხაზით.

2022

Del Monte-მ ითანამშრომლა კიდევ ერთ პრესტიჟულ ფრენჩაიზთან – „კუნგ ფუ პანდა: დრაკონის რაინდი“, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმებზე დაფუძნებული სატელევიზიო სერიალია.

2023

2023 წლის დასაწყისში Del Monte-მ გამოუშვა მსოფლიოში პირველი სერტიფიცირებულად ნახშირწყალბადნეიტრალური ანანასი.

Del Monte Zero ანანასის წარმოებისას გათვალისწინებულია მთელი მიწოდების ჯაჭვი – ფერმიდან მომხმარებლამდე. მისი სათბურის აირების ემისიები სრულად ნეიტრალდება Fresh Del Monte-ს საკუთრებაში არსებული ტყეების მიერ CO2-ის რეაბსორბციით, რის შედეგადაც ამ ანანასის ნახშირბადის ნაკვალევი ნულის ტოლია.

2023

Fresh Del Monte და ZAG Heroez Miraculous™ გაერთიანდნენ

რათა ევროპაში მომხმარებლებისა და ანიმაციური სერიალის გულშემატკივრებისთვის ზაფხული სახალისო გაეხადათ, კონკურსებით, ციფრული აქტივობებითა და სავაჭრო წერტილებში გამართული კამპანიებით.

ახალი პარტნიორობა აძლევს საშუალებას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა სასოფლო-სამეურნეო კომპანიამ და ანიმაციურმა სტუდიამ ერთობლივად ხელი შეუწყონ სერიალის პოპულარიზაციას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია Netflix-ზე.

თანამშრომლობის ფარგლებში, Fresh Del Monte-ის ჯანსაღი პროდუქცია მომხმარებლებს წარედგინება განახლებულ, თავგადასავლებით შთაგონებულ შეფუთვაში.